logo_geo
eng_logo
ვაშინგტონში კაპიტოლიუმთან მომხდარი ინციდენტი გახსნილია
- +

29 მარტი. 2016. 10:37


ვაშინგტონში, კაპიტოლიუმთან მომხდარი ინციდენტი გახსნილია. ეჭვმიტანილი მამაკაცი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ტერიტორიაზე იარაღით შეიჭრა და უსაფრთხოების თანამშრომლის მისამართით ცეცხლის გახსნა სცადა, 66 წლის ტენესელი ლარი რასელ დოუსონი აღმოჩნდა.



სპეცოპერაციის შედეგად შეიარაღებული პირი დაიჭრა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინციდენტის დროს ერთი თვითმხილველი ქალიც მსუბუქად დაშავდა. კაპიტოლიუმში რამდენიმე საათით ევაკუაცია გამოცხადდა.



სამართალდამცველები ტერორისტულ თავდასხმას გამორიცხავენ და განმარტავენ, რომ მომხდარი რიგითი კრიმინალური აქტი იყო.



უსაფრთხოება ვაშინგტონში განსაკუთრებით გაძლიერებულია, რადგან ამერიკის დედაქალაქში ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე დასასწრებად მსოფლიოს ლიდერებს ელოდებიან.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner