logo_geo
eng_logo
გიორგი ანდრიაძე: მეუფე პეტრემ არც მეშვიდე მცნება იცის და არც ის, რომ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს
- +

28 თებერვალი. 2017. 01:55


 

„მეუფე პეტრემ გაავრცელა ცილისწამების კორიანტელი. ეტყობა, არც მეშვიდე მცნება იცის, ცილი არ უნდა დასწამო, არც ის იცის, რომ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს", - ამ სიტყვებით საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე მეუფე პეტრეს განცხადებებს გამოეხმაურა და ჟურნალისტებს თხოვნით მიმართა მეუფის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გადაამოწმონ.


„ვთხოვ მასმედიას, შეუძლია რამდენიმე საათში გადაამოწმონ მის მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია ე.წ. რძეზე, ყველზე და ასევე კომერციულ საქმიანობებზე, რომელსაც მისი სულიერი ძმები „ნაციონალები" ეწეოდნენ.

 

ძალიან სამწუხაროა რომ მეუფე პეტრემ ცილიმწამებლური კამპანია სხვა კოკტექსტში გადაზარდა, რაც აბსოლუტურ სიცრუეს ემყარება. თქვენ მოგმართავთ (ჟურნალისტებს) შეგიძლიათ გადაამოწმოთ თუ რაიმე კავშირი მაქვს მის მიერ დასახელებულ ფაქტთან, თუ ერთი პროცენტი მაინც დადასტურდება, მთელი საზოგადოების წინაშე ვამბობ, მე დავტოვებ ყველა თანამდებობას, ბევრი თანამდებობა მიკავია. და თუ არ დადასტურდება მაშინ ცილისწამებისათვის რა პასუხისმგებლობა აქვს საერო პირს და განსაკუტრებით მიტროპოლიტს სჯულის კანონში წაიკითხოს ყველა მცოდნენ და არამცოდნემ", - განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner