საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა აცხადებს, რომ პატრიარქის მდივან-რეფერანტი მზადაა ყველა კითხვაზე გასცეს ამომწურავი პასუხი.
„უწყება ჯერ არ მოსულა, ალბათ სავარაუდოა ბრალდებულის გამოკითხვის, დაკითხვის შემდეგ გაჩნდება მთელი რიგი კითხვები, პასუხს გავცემთ ერთიანად. ქალბატონი შორენა მზად არის ნებისმიერ საკითხზე, გარემოებაზე გასცეს ამომწურავი და ის პასუხი რომელიც, რა თქმა უნდა, საზოგადოებასაც დააკმაყოფილებს და მისაღები იქნება პროკურატურისთვის.
თუ პატრიარქის ბეჭედი და ფაქსიმილია იქნებოდა დაკარგული ვერანაირ სამართლებრივ მოქმედებას ვერ ჩავატარებდით. თუმცა ეკლესია არ გაჩერებულა და მთელ რიგ სამართლებრივ მოქმედებებს რაც დაკავშირებულია იურიდიულად დოკუმენტების შედგენასთან, რასაც ჩვენ ვახორციელებთ ჩვეულებრივად", - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.