თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობა შიმშილობას იწყებს. თვითმმართველობის წევრების მოთხოვნა რექტორ ვლადიმერ პაპავას გადადგომაა.
მათი განცხადებით, ლადო პაპავა უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერის სამსახურს წლების განმავლობაში მფარველობდა და ამიტომ უნდა დატოვოს თანამდებობა.
თსუ-ს თვითმმართველობის წარმომადგენლები დღეს უნივერსიტეტის მეორე კორპუსში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ.