logo_geo
eng_logo
კალა-უშგულის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა
- +

28 თებერვალი. 2017. 11:01



საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კალა-უშგულის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და ლიპყინულის გამო დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმი, კერძოდ, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ188 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების  მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

     ამავე გზის კმ1-კმ138  მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner