logo_geo
eng_logo
ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს გაგრძელდება
- +

28 თებერვალი. 2017. 11:04



დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს განახლდება. მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები მეცხრე პენიტენციურ დაწესებულებაში მისვლას 11:00 საათისთვის გეგმავენ. ე.წ. მატროსოვის ციხეში სავარაუდოდ ამ დროს შევლენ პროკურორებიც, რათა ე.წ. „ციანიდის საქმეზე" ბრალდებულის დაკითხვა განაახლონ.


დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა გუშინ დაიწყო, თუმცა პროკურორებმა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების დასრულება, 8-საათიანი დაკითხვის მიუხედავად ვერ მოახერხეს.


ადვოკატებმა გუშინდელი დაკითხვის შემდეგ განაცხადეს, რომ მამა გიორგი მამალაძემ პროკურატურის ძალიან ბევრ შეკითხვას უპასუხა, თუმცა, რამდენიმე შეკითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა, ვიდრე მისი ოჯახის უსაფრთხოების გარანტიები არ იქნება მიღებული.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner