logo_geo
eng_logo
აშშ-ის სენატმა ვაჭრობის მინისტრის პოსტზე 79 წლის მილიარდერი, უილბურ როსი დაამტკიცა
- +

28 თებერვალი. 2017. 11:40



აშშ-ის სენატმა ხმათა უმრავლესობით ქვეყნის ვაჭრობის მინისტრის პოსტზე 79 წლის მილიარდერი უილბურ როსი დაამტკიცა.


გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტ ტრამპის ამ კანდიდატურას მხარი 72 სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 27 წავიდა.


ჟურნალ „ფორბსის" ინფორმაციით, უილბურ როსის ქონება 2,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მილიარდერმა ეს თანხა გაკოტრებული კომპანიების აქტივების შეძენით, მისი რესტრუქტურიზაციით და შემდეგ მომგებიანად გაყიდვით დააგროვა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner