logo_geo
eng_logo
კალიფორნიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
- +

28 თებერვალი. 2017. 11:41



კალიფორნიაში, დასახლებულ ტერიტორიაზე, პატარა თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა.


ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის წარმომადგენლის იან გრეგორის განცხადებით, Cessna 310 რივერსაიდის აეროპორტიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით, ნახევარი მილის დაშორებით ჩამოვარდა.


თვითმფრინავი რივერსაიდიდან სან-ხოსეში მიფრინავდა.


რივერსაიდის სახანძრო სამსახურის უფროსის მაიკლ მურის განცხადებით, თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, ორ დასახლებულ სახლთან შეჯახებისას, დაიმსხვრა.


გამომძიებლები ინციდენტის ადგილზე ამ დრომდე ეძებენ კიდევ სამ ადამიანს. ერთ-ერთი მგზავრი, მოზარდი, თვითმფრინავიდან გადმოხტა, იგი რივერსაიდის საავადმყოფოში მცირედი დაზიანებების მკურნალობას იტარებს. მეხანძრეებმა, ასევე, მოახდინეს გონდაკარგული ქალის ევაკუაცია, რომელსაც კოლტონში, ეროუჰედის რეგიონულ სამედიცინო ცენტრში ოპერაცია უტარდება, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. თვითმფრინავში მყოფი სამშვილიანი ოჯახი კი სამხრეთ კალიფორნიაში დისნეილენდის კონკურსზე დასასწრებად იყო ჩასული და სან-ხოსეში ბრუნდებოდა", - განაცხადა მაიკლ მურმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner