logo_geo
eng_logo
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი: შეიძლება, ბევრ რაღაცას აეხადოს ფარდა
- +

28 თებერვალი. 2017. 12:07



დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ე.წ. მატროსოვის ციხეში მივიდა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბრალდებული დეკანოზის დაკითხვა დღეს განახლდება, ვინაიდან შესაბამისი პროცესის გუშინ დასრულება ვერ მოხერხდა.


დაკითხვა შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს, რადგან ჯერ არ დამთავრებულა. აქედან გამომდინარე, შეიძლება, ბევრი რაღაც დასახელდეს და ბევრ რაღაცას აეხადოს ფარდა. თემები არის ძალიან ბევრი და საინტერესო. ამასთან, დეკანოზმა გუშინ განაცხადა, რომ კითხვების ნაწილს მას შემდეგ გაეცემა პასუხი, რაც მისი ოჯახის უსაფრთხოება იქნება დაცული", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.


გიორგი მამალაძის დაკითხვა, სავარაუდოდ, 13:00 საათისთვის განახლდება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner