ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს" საგამოძიებო უწყებაში დაუდასტურეს.
მათივე განმარტებით, მეუფე პეტრეს დაკითხვაზე დაბარება ე.წ. ციანიდის საქმეს უკავშირდება.
ჭყონდიდის მიტროპოლიტი ჩვენებას მოწმის სტატუსით მისცემს.