ეგვიპტეში სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, გატაცებული ლაინერი ცოტა ხნის წინ კვიპროსზე, ლარნაკას საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.
თვითმფრინავი ავიაკომპანია EgyptAir-ს ეკუთვნის. ის ქალაქ ალექსანდრიიდან კაიროში შიდა რეისს ასრულებდა.
ლაინერის ბორტზე დაახლოებით 80 ადამიანი იმყოფება. ერთ-ერთი გამტაცებელი შეიარაღებულია. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.