logo_geo
eng_logo
დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა განახლდა
- +

28 თებერვალი. 2017. 14:28



დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა განახლდა. დაკითხვის პროცესს ბრალდებულის სამივე ადვოკატი ესწრება. სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში იმყოფებიან პროკურორი ჯარჯი წიკლაური და გამომძიებლები.


ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, დაკითხვა გუშინ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. წიკლაური იმედოვნებს, რომ დღესაც ასე გაგრძელდება.


გვქონდა მიზანი, დაგვეკითხა ბრალდებული. რამდენჯერმე შევთავაზეთ მოეცა ჩვენება, თუმცა კარგია, რომ ახლა მაინც მოგვაწვდის გარკვეულ ინფორმაციას. ჩვენ არაერთი შეკითხვა გვაქვს დასასმელი და იმედია, ამომწურავ პასუხებს მივიღებთ მისგან. დაკითხვის დასრულების შემდეგ, როდესაც ამომწურავი ინფორმაცია გვექნება ბრალდებულისგან, გავაკეთებთ დამატებით კომენტარებს ამ ჩვენების ირგვლივ. ყველა შეკითხვა დაისმება, რაც გვაქვს, ხოლო რაზე გვიპასუხებს და რას გვიპასუხებს, ამას უკვე დამატებით ვისაუბრებთ", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner