logo_geo
eng_logo
2017 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 % შეადგინა
- +

28 თებერვალი. 2017. 14:37


 


„2017 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ  5.2 % შეადგინა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, თვეების ჭრილში ამაზე მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ 2014 წლის იანვარში დაფიქსირდა.


„თუ ეკონომიკურ ზრდას დარგობრივ ჭრილში შევხედავთ, ზრდა დაფიქსირდა ისეთ სექტორებში, როგორიც არის მეტალურგია, საკვები პროდუქტებისა და სასმელების წარმოება, ქიმიური მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები და ასე შემდეგ. როგორც ვიცით, 2017 წლის იანვარში ასევე ძალიან დიდი ზრდა იყო ექსპორტში, რაც  საგარეო არხებით დადებითად გადაეცემა საქართველოს ეკონომიკას და ესეც ეკონომიკური ზრდის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია", - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს ნინო ჯავახაძემ.

 

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით,  მნიშვნელოვანი ზრდა არის ასევე დაფიქსირებული ფულად გზავნილებში, რაც 26.1%-ს შეადგენს. ასევე  მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს უცხოელი ვიზიტორების თვალსაზრისითაც, სადაც ზრდა 19.8 %- ია.


„ცალკე აღნიშვნის ღირსია ის შიდა ფაქტორები, რომლებიც დადებით  გავლენას ახდენენ ეკონომიკურ ზრდაზე. კერძოდ, გაზრდილი გვაქვს სახელმწიფოს კაპიტალური დანახარჯები, რაც დაკავშირებულია მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში დაჩქარებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან. ზოგადად, რეგიონშიც უკვე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება, რაც იმედის საფუძველს გვაძლევს, რომ ამ არხებით საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე და განვითარებაზე დადებითი გავლენა იქნება შემდგომი თვეების განმავლობაშიც", - აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner