logo_geo
eng_logo
„როგორც კი დავაპირეთ მამა გიორგისთვის კრიტიკული შეკითხვების დასმა, უარი განაცხადა გამომძიებელთან შეხვედრაზე“
- +

28 თებერვალი. 2017. 16:54



პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა, რომელიც ე.წ. მატროსოვის ციხეში, მამალაძის დასაკითხად იმყოფება, განაცხადა, რომ ექიმებმა დეკანოზი გიორგი მამალაძე გასინჯეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. წიკლაურის თქმით, მამალაძემ უსაფუძვლოდ ჩაშალა დაკითხვის პროცესი.

 

„დღეს გამოვცხადდით ბრალდებულის დაკითხვის მიზნით. ბევრი შეკითხვა გვქონდა დასასმელი და გვქონდა მოლოდინი, რომ მივიღებდით ამომწურავ პასუხებს - ასე ვიყავით შეთანხმებული თავად ადვოკატებთან და ბრალდებულთან. იმის გათვალისწინებითაც, რომ მოდიოდა ბრალდებები, თითქოს ჩვენ ვაჭიანურებდით პროცესებს, როგორც კი დავაპირეთ ბრალდებულისთვის კრიტიკული შეკითხვების დასმა, რასაც ვგეგმავდით დღეს, მან საერთოდ უარი განაცხადა გამომძიებლებთან შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ დაასახელა მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას თავისუფლად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედებაში. მან უსაფუძვლოდ, სხვადასხვა საბაბით და მიზეზებით ჩაშალა დაკითხვის პროცესი", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner