logo_geo
eng_logo
სასჯელაღსრულების სამინისტრო: დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
- +

28 თებერვალი. 2017. 17:23



სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, თუმცა განმარტეს, რომ ამ ეტაპზე საკითხთან დაკავშირებით დეტალებზე საუბარი არ შეუძლიათ.


ე.წ. ციანიდს საქმეში ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს უნდა განახლებულიყო, თუმცა დაცვის მხარის ინფორმაციით, დაკითხვის პროცედურა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო ვერ მოხერხდა. მათივე ინფორმაციით, ბრალდებულს დაბალი ტემპერატურა და წნევა აღენიშნებოდა, რის გამოც ის „რამდენჯერმე ჩაიკეცა". დაცვის მხარის პოზიციას არ იზიარებს სახელმწიფო ბრალდება. პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ბრალდებული ამ გზით ცდილობს, თავი აარიდოს იმ კრიტიკულ კითხვებზე პასუხების გაცემას, რომელიც საგამოძიებო ორგანოს აქვს.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner