დეკანოზ გიორგი მამალაძის დედამ ქეთევან მაღლაკელიძემ განაცხადა, რომ რადგან მისი შვილი დაცვის გაძლიერებას ითხოვს, ამის საფუძველი აქვს.
„რადგან ჩემი შვილი დაცვის გაძლიერებას ითხოვს, საფუძველი აქვს. დეტალები არ ვიცი. ამბებს მეც ტელევიზიით ვიგებ. საფრთხე არ შეგვქმნია. დაცვა არავის შემოუთავაზებია", - განაცხადა ქეთევან მაღლაკელიძემ.
დაცვის მხარემ დეკანოზის ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნით პროკურატურას ოფიციალურად მიმართა.
ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, დეკანოზმა გუშინდელ დაკითხვაზე რამდენიმე შეკითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა, ოჯახის და საკუთარი უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
რაც შეეხება დღევანდელ დაკითხვას, ჩაიშალა. ბრალდებული ჩვენების მიცემის დროს შეუძლოდ გახდა.