logo_geo
eng_logo
„ტერორისტულ საფრთხეებზე მზადყოფნას 2015 წელს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა“
- +

29 მარტი. 2016. 11:20


ტერორისტულ საფრთხეებზე მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესებას 2015 წელს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა", - ამის შესახებ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პარლამენტში წარდგენილ ანგარიშში წერია.



როგორც უშიშროების სამსახური განმარტავს, განხორციელდა ტერორისტული თავდასხმის პოტენციური სამიზნე სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტებისა და მათი დამხმარე შენობა-ნაგებობების პასპორტიზაცია და რისკების ანალიზი.



მუდმივად ხდებოდა ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი სპეცდანაყოფების მომზადება, გადამზადება როგორც ტაქტიკური მოქმედებების (სნაიპერის კურსები, ანტიტერორისტული ღონისძიებები ქალაქის პირობებში, ტერორისტების ბანაკების განადგურების ოპერაციები, სამთო მომზადების კურსები და ა.შ.), განაღმვითი სამუშაოების, ისე მასობრივი განადგურების საშუალებების გამოვლენისა და გაუვნებელყოფის კუთხით. ამ მიმართლებით ხაზგასასმელია საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა. საანგარიშო პერიოდში ასევე გაუმჯობესდა ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ტაქტიკური დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა", - ნათქვამია პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში.



სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშს დღეს იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოისმენენ. დოკუმენტს საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია წარადგენს, ხვალ კი, პლენარულ სხდომაზე, დეპუტატები უშუალოდ სუს-ის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის მისვლას ელოდებიან.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner