კოალას, სახელად ბასტერი, მამამ თეატრი, ვალები და თავსატეხი დაუტოვა. კოალა პრობლემიდან თავის დასაღწევად სიმღერის კონკურსს გამოაცხადებს საპრიზო ფონდით 1000 დოლარი, მაგრამ, თუ თანაშემწედ პრანჭია და თავმოუბმელი მის კროული გყავს, დიდი თავსატეხი წინ გელოდება.
ფილმი „საზიზღარი მე"-სა და „მინიონების" შემქნელებმა კრისტოფ ლოურდელეტმა და გარტ ჯენინგსმა გადაიღეს, გამოიყენეს 60-მდე ცნობილი ჰიტი და ისეთი დინამიკური სიუჟეტი შექმნეს, კინოთეატრში დედა შვილს დაკარგავს.
მთავარ როლებს მეთიუ მაკკონაჰიუ, რიზ ვაიზერსპუნი, სკარლეტ იოჰანსონი, ნიკ კროლი ასრულებენ, ქართული გახმოვანებით კი, ანიმაცია ძალიან სახალისო სანახაობა იქნება.
ფილმი საქართველოს კინოთეატრებში 23 თებერვლიდან გამოვა და მშობლებს და შვილებს ერთნაირად მოაჯადოვებს.