logo_geo
eng_logo
„საქართველოს რკინიგზა“ კალათბურთის ფედერაციას ფინანსურად წელსაც დაეხმარება
- +

28 თებერვალი. 2017. 19:01



„საქართველოს რკინიგზა" კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას ფინანსურ მხარდაჭერას წელსაც გაუწევს. შესაბამისი მემორანდუმი ოლიმპიურ სასახლეში „საქართველოს რკინიგზასა" და კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას შორის გაფორმდა, რომელსაც ფედერაციის მხრიდან პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ, ხოლო „საქართველოს რკინიგზიდან" - გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ მოაწერეს ხელი. ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო.


„საქართველოს რკინიგზა" საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ასაკობრივ ნაკრებებს და სუპერლიგას ფინანსურ მხარდაჭერას კვლავაც გაუწევს. მხარდაჭერა ვრცელდება 3 ასაკობრივ - 16, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებეზე.


საქართველოს რკინიგზა" განაგრძობს ქართული სპორტის გვერდით დგომის პოლიტიკას. ჩვენ შარშანაც გვაკავშირებდა სპონსორობა. ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობა იქნება, რომ წელსაც გრძელდება ეს ურთიერთობა. ვაპირებთ, ნახევარი მილიონი ლარით დავაფინანსოთ საქართველოს კალათბურთის ფედერაცია. მოგეხსენებათ, რომ კალათბურთელებმა ძალიან გაგვახარეს, შემოდგომაზე ევროპის ჩემპიონატზე ვუგულშემატკივროთ მათ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობა ისეთივე ნაყოფიერი იქნება, როგორიც იყო შარშან", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


მიხეილ გაბრიჩიძის განცხადებით, „საქართველოს რკინიგზასთან" თანამშრომლობა უკვე მეორე წელია გრძელდება.


საქართველოს რკინიგზ" აქტიურადაა ჩართული ქართული სპორტის განვითარებაში. ძალიან ბევრ კარგ პროექტს ახორციელებს სხვადასხვა სპორტულ ფედერაციასთან თუ კლუბთან ერთად. რაც შეეხება კალათბურთს, ჩვენ მადლიერები ვართ იმის გამო, რომ შარშან აქტიურად დაგვეხმარნენ, არა მარტო ფინანსურად, არამედ განვითარებაში. საკმაოდ რთული წელი გვქონდა შარშან, მაგრამ წარმატებული და წელს უფრო რთული წელი გველის. დარწმუნებული ვართ, რომსაქართველოს რკინიგზასთან" ერთად მთელ საქართველოს შედეგებით გავახარებთ. ეს წელს მარტო ევროპის ჩემპიონატით არ შემოიფარგლება. წელს პირველად საქართველოს კალთბურთელთა ეროვნული ნაკრები მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ საკვალიფიკაციო ტურნირში და აუცილებლად მივაღწევთ წარმატებებს", - განაცხადა მიხეილ გაბრიჩიძემ.

 

საქართველოს სპორტის მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის აზრით, მსგავსი პროექტები ხელს უწყობს სპორტის განვითარებას.


ბუნებრივია, კონკრეტულად ასეთი პროექტი ხელს უწყობს სპორტის განვითარებას. მითუმეტეს, ძალიან კარგია, როდესაც ჩვენ ვხედავთ შედეგს. ნამდვილად გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი კალათბურთელები ევროპის ჩემპიონატზეც გვასახელებენ", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner