logo_geo
eng_logo
ირაკლი მამალაძე: იმედი მაქვს, გამოვლინდება, ვინც იდგა დეკანოზ გიორგი მამალაძის უკან
- +

28 თებერვალი. 2017. 19:57



ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურის მთავრამა მოწმემ ირაკლი მამალაძემ „tvპირველის" გადაცემა „რეაქციაში" საუბრისას განაცხადა, რომ ფარულ ვიდეო ჩანაწერში ცალსახად ისმის მკვლელობის მომზადებაზე. მისივე თქმით, „მკვლელობის მომზადების ჯგუფის წევრები" არიან ჩანაწერებში და საუბარია სამ და მეტ პირზე. კითხვაზე, არის თუ არა ამ ჯგუფიდან რომელიმე სასულიერო პირი, ირაკლი მამალაძემ განაცხადა, რომ ამ კითხვას არ უპასუხებს. მისივე თქმით, ჩანაწერებში „არაერთხელ ჩანს ციანიდი".


„საზოგადოებამ მინდა კარგად იცოდეს, რომ საქმე არის ჩაბეტონებული, ძალიან მყარი და ეს საქმე სასამართლომდე მივა. იმედი მაქვს, გამოვლინდება, ვინც იდგა გიორგი მამალაძის უკან.

 

მე, როგორც განმცხადებელმა, პროკურატურას მივუთითე, რომ იგეგმებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლეობა. პირველ რიგში დავინახე საფრთხე და ამიტომ გამოვცხადდი პროკურატურაში. ციანიდი, რომელზეც არის ჩანაწერში საუბარი, მამა გიორგი მამალაძეს სჭირდებოდა გერმანიაში წასვლამდე", - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner