logo_geo
eng_logo
სამგზავრო თვითმფრინავის გამტაცებელმა თარჯიმანი და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა
- +

29 მარტი. 2016. 11:21


სამგზავრო თვითმფრინავის გამტაცებლებმა ბორტზე მყოფ ქალებსა და ბავშვებს ლაინერის დატოვების უფლება მისცა. ამ წუთებში თვითმფრინავი კვიპროსის ლარნაკას აეროპორტში დგას, ლაინერის ამსახველი პირველი ფოტოსურათი სოციალური ქსელით გავრცელდა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ გამტაცებელს ე.წ. შაჰიდის ქამარი უკეთია.



გამოცემა „ტელეგრაფი" იტყობინება, რომ მან თარჯიმანი და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.


ავიაკომპანია Egyptair-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი A320-ის გატაცებაზე ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ლაინერის ბორტზე 80-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავი რეისს ალექსანდრიიდან კაიროში ასრულებდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner