logo_geo
eng_logo
ირაკლი მამალაძე: საზოგადოება ძალიან დიდ შოკს მიიღებს!
- +

28 თებერვალი. 2017. 21:14


 

„პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ მასალებში ძალიან ბევრი რამ გამოჩნდება და საზოგადოება ძალიან დიდ შოკს მიიღებს. ყველაზე დიდ უბედურებას ჩვენ გადავურჩით", - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის მთავარმა მოწმემ ირაკლი მამალაძემ გადაცემა „რეაქციაში" სტუმრობისას განაცხადა. როგორც მამალაძე აღნიშნავს ვიდეოჩანაწერებში ნათლად ჩანს ციანიდის გადაცემის პროცესი.


„ჩანაწერებში ციანიდი ჩანს, თან ძალიან ბევრჯერ. ყველამ იცის, რომ გარკვეული პერიოდი ვცხოვრობდი საყდრისში. ზუსტად ამ პერიოდში მქონდა მამა გიორგისთან ურთიერთობა. ძალიან ხშირად ვსაუბრობდით საყდრისის თემაზე. მე მას კადრებიც კი ვაჩვენე, რომელიც არის გადაღებული ოქროს საწარმოში. ოქროს მჭედლისთვის სასიკვდილო დოზას არ ითხოვენ", - განაცხადა მამალაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner