ფილოლოგმა გურამ ფალავანდიშვილმა „tvპირველის" გადაცემა „რეაქციაში" ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ფალავანდიშვილი აცხადებს, ეკლესიის წინააღმდეგ სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს, რომელშიც მედიაც ჩართულია.
„ეკლესიას ზოგადად დედამიწაზე ჰყავს მტრები, ეს ფაქტია. მტრებს პოულობენ სამწუხაროდ, სამღვდელოებაშიც, იმიტომ რომ მღვდლები არიან ჩვეულებრივი ხალხი, ანგელოზები არ არიან და თავისთავად რაღაცაში შეიძლება შეცდნენ. ვერაფერს ვერ ვიტყვი ვინაა დამნაშავე. მე ოფიციალური ვერსიის მჯერა. მთავარი რა გამოიკვეთა დიდი საფრთხე. მიუხედავად იმისა მოწამლა თუ არ მოწამლა გამოჩნდა რომ მთლიანად ჩვენი სახელმწიფო, მთელი მედია ეკლესიის მტრობაშია ჩამდგარი. გამოჩნდა ძალა, რომელიც ეკლესიას ებრძვის დიდი ძალით, ეს არის ყველაზე სახიფათო", - განაცახად ფალავანდიშვილმა.