logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: საინტერესოა, სად იყო მაშინ ან დაცვა, ან კიდევ მორალი, რწმენა და უფლის შიში?!
- +

28 თებერვალი. 2017. 22:31


 

„ეკლესიის ნგრევა მაშინ დაიწყო, როცა ერთ-ერთი მეუფე (2007-2008 წლებში) მუდმივად გვირეკავდა და ანათემაზე გადაცემით გვემუქრებოდა!", - ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.



„რაც მთავარია, ყველაზე მეტად სიტუაცია მაშინ ამყრალდა, როცა (იმავე პერიოდში და შემდეგაც) კათოლიკოს-პატრიარქის ნომერში, გოგირდის აბანოებში, სადაც ის ბანაობდა, ხელისუფლების წევრებს მეძავები შეჰყავდათ და თან ღადაობდნენ, კედლებიდან მირონი გადმოდისო. საინტერესოა, სად იყო მაშინ ან დაცვა, ან კიდევ მორალი, რწმენა და უფლის შიში?!

 

ეს ინფორმაცია მე და დიტო ტიკარაძემ ფარულად გადავამოწმეთ და დადასტურდა, მაგრამ მაშინ ლამის ჯვარზე გაგვაკრეს. რომ არა პატრიარქი, ალბათ, ჩაგვქოლავდნენ!

 

რაც ახლა ხდება, ეს არახალია, უბრალოდ გადმოხეთქა და თვასაჩინო გახდა. როცა ჩვენ ვილაშქრებდით, აქეთ გვიტევდნენ, პროვოკატორები ხართ და იგონებთო. აჰა, თუ ვიგონებდით, დადგა თუ არა განკითხვის დღე?!", - წერს ზედელაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner