logo_geo
eng_logo
„რა სქემით იგეგმებოდა პატრიარქის, მეუფე იაკობისა და შორენა თეთრუაშვილის ლიკვიდაცია?“
- +

28 თებერვალი. 2017. 22:40



თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე არსებული სატელეფონო ჩანაწერების მიხედვით, ავის მზრახველებს რამდენიმე გეგმა ჰქონდათ.


„პირველ რიგში უნდა ვთქვა, რასაც ვაცხადებ, გადამოწმებული და დაზუსტებული ინფორმაციის საფუძველზე გაცხადებული რეალობაა. როგორც ვიცი, პატრიარქმა ჩანაწერები ნაწილობრივ მოისმინა და საქმის კურსშია იმ პროცესების შესახებ, რომელიც მის ზურგს უკან იგეგმებოდა. სატელეფონო საუბრების მიხედვით, განზრახული იყო პატრიარქის და მისი უახლოესი გარემოცვის, შორენა თეთრუაშვილისა და მეუფე იაკობის მოკვლა. ფარული ჩანაწერების მიხედვით, ლიკვიდაციის რამდენიმე გეგმა განიხილება.

 

1. სატელეფონო საუბრებში მამალაძე ლაპარაკობს პატრიარქის მენიუზე, ძირითადად, ჩაიზე... ჩემი ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ უწმინდესი ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაიცვლებოდა, მას მოწამლავდნენ, ციანიდის გარკვეულ დოზას კი მოათავსებდნენ შორენას ჩანთაში, რომელსაც როგორც მამხილებელ მტკიცებულებას, დაცვა აღმოაჩენდა და პატრიარქის მკვლელობას დააბრალებდა.

 

რამდენადაც ვიცი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის უწმინდესთან 15-წუთიანი სტუმრობის მიზეზი იყო შეთანხმება შემდეგზე, განუხორციელებელ დანაშაულში მონაწილე პირებმა სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად უნდა აგონ პასუხი, ანუ როგორც იტყვიან, სასულიერო პირები უნდა დაიჭირონ. როგორც ვიცი, ამ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ... ვფიქრობ, დამნაშავეთა დასჯა გარდაუვალია, რის შემდეგაც ეკლესია თავის წიაღში თვითონვე მოაგვარებს დანარჩენ პრობლემებს", - აცხადებს ტიგინაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner