logo_geo
eng_logo
ლაშა ჟვანია: შეუძლებელია, პატრიარქს ეთხოვა დაერღვიათ კანონი და მოეყვანათ დეკანოზი საპატრიარქოში
- +

28 თებერვალი. 2017. 23:29



პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის ლაშა ჟვანიას განცხადებით, პატრიარქმა დეკანოზი გიორგი მამალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოინახულა. როგორც ჟვანიამ გადაცემა ,,რეაქციაში" განაცხადა, შეუძლებელია პატრიარქს კანონი დარღვია და ბრალდებული დეკანოზის ე.წ. მატროსოვის ციხიდან საპატრიარქოში მიყვანა ეთხოვა.



„პატიმრის ნახვა მის უწმინდესობას შეუძლია პენიტენციალურ დაწესებულებაში. მისი უწმინდესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გახლდათ ისეთი, რომ მისი გაყვანა შეიძლებოდა პენიტენციალურ დაწესებულებაში, ამიტომ დაველოდოთ. ასევე შეუძლებელი იყო დეკანოზი გადმოეყვანათ ციხიდან საპატრიარქოში. შეუძლებელია, პატრიარქს ეთხოვა დაერღვიათ კანონი და მოეყვანათ დეკანოზი საპატრიარქოში", - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner