logo_geo
eng_logo
„ყველაფერი შედის ორთავიანი გველეშაპის - ე.წ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ე.წ. ევროპული საქართველოს ინტერესებში“
- +

1 მარტი. 2017. 00:19



„პირდაპირ ვიტყვი, რომ მე პირადად გამოძიებას ვენდობი და მის დასკვნებს ველოდები. ამიტომ რაღაც ნიუანსებსა, თუ ბრალდებებზე საუბარი არა მხოლოდ აბსურდად, სისულელედ მიმაჩნია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სრული ინფორმაცია არ მაქვს და არც უნდა მქონდეს. ამიტომ არ მინდა აღმოვჩნდე იმ მოხუცი ქალბატონების მდგომარეობაში, რომლებიც სხვადასხვა ტელეგადაცემებში ლარის დევალვაციასა, თუ ეკლესიის სკანდალზე "მსჯელობენ", - ამის შესახებ ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს.


„ახლა რაც შეეხება იმას, თუ ვის ინტერესებში არა მხოლოდ გამოძიებისთვის ხელის შეშლა, არამედ საზოგადოების გაურკვეველ მდგომარეობაში და მუდმივი დაძაბულობის რეჟიმში ჩაყენება. ეს ყველაფერი შედის ორთავიანი გველეშაპის, ე.წ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ე.წ. ევროპული საქართველოს ინტერესებში. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებას ვერასოდეს ვერ შეძლებენ, მაგრამ იმისათვის რომ, როგორც წყალში ჩაგდებული ფეკალური მასა მუდმივად ზედაპირზე იყვნენ, რათა ჩადენილ დანაშაულებზე მოთხოვნილი სასჯელის შემთხვევაში დასავლური ლობი ბოლომდე გამოიყენონ, მოსახლეობა მუდმივი დაძაბულობის ქვეშ უნდა იყოს. ამით მათ სხვა ოპოზიციური ძალის არარსებობის შემთხვევაში, და რაც დღეს ქართულ რეალობაში გვაქვს, მუდმივად ექნებათ პოლიტიკურ პროცესებზე გარკვეული გავლენის გატარების საშუალება.

 

მათ საკმაოდ დიდი გავლენები აქვთ საპატრიარქოში, აქვთ არა მხოლოდ საკუთარი მედიასაშუალება, არამედ სხვა ე.წ. თავისუფალ მედიასაც თემებს თავად კარნახობენ, შეუძლიათ გარკვეული გავლენა იქონიონ სხვადასხვა საქმეების გამოძიებაზე.

 

ხელისუფლება საზოგადოებისთვის რეალური ინფორმაციის მიწოდების დროს, ყოვლად არაადექვატურ მდგომარეობაში იმყოფება როგორც შესაბამისი კადრების, ასევე ობიექტური, ინტელექტუალური და სრულად დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალებების შესახებ ინფორმაციის არქონის გამო, რაც მოსახლეობაში იმ ინფორმაციის გავრცელებას უწყობს ხელს, რაც ორთავიან გველეშაპს თავისი მერკანტელური მიზნებისთვის სჭირდება.

 

ეს კი უკვე ხელისუფლების პრობლემაა და თუ დროულად არ მიხედავს ამ პრობლემას, მიუხედავად იმისა, რომ ერთი საუკუნე გავიდა, ზუსტად იმ მდგომარეობაში აღმოჩნდება, როგორიც პეტროგრადში თებერვლის დემოკრატიული რევოლუციის შემდეგ დადგა - ისტორია წაიკითხეთ", - წერს გაბრიჭიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner