logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: ფანტაზიორთა საყურადღებოდ...
- +

1 მარტი. 2017. 00:20


 

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„მოკლედ, იმ ფანტაზიორთა საყურადღებოდ, ვინც დიდი ამბით ამტკიცებს, რომ დაკავებული დეკანოზი პატრიარქმა მოსაყდრედ დაასახელა ანდერძშიო, სრული უტვინობაა და არაკვალიფიციური ფანტაზია, რადგან ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება მოსაყდრე და პატრიარქობის კანდიდატი თეთრი მღვდელი, ზოგადად მღვდელიც, რადგან აუცილებელია იყოს ბერი და სინოდის წევრი. ასაკზე და სხვა ძალიან ბევრ ფაქტორზე აღარაფერს ვამბობ.

ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავოთ დაკავებული მოძღვრის გაშარჟებისგან და მის მიმართ უხერხულობის შექმნისგან, სრული აბსურდია მსგავსი ვერსია", - წერს გამზარდია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner