logo_geo
eng_logo
მამა გიორგი ზვიადაძე გიორგი გაბუნიას: გასაგებია ჟურნალისტი ხართ, მაგრამ...
- +

1 მარტი. 2017. 00:31



პროტოპრესვიტერმა, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა მამა გიორგი ზვიადაძემ გადაცემა „არჩევანში" სტუმრობისას განაცხადა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიების დასრულებას უნდა დაელოდოს საზოგადოება და ამის შემდეგ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. როგორც მამა გიორგი ზვიადაძემ გადაცემის წამყვანს გიორგი გაბუნიას მიმართა მას არ მოსწონს ის დამოკიდებულება, რომ ჟურნალისტი ცდილობს გამოძიება აწარმოოს, მაშინ როდესაც ობიექტური გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.


„ჩვენ გამოძიებას უნდა ვადროოთ. მე არ მომწონს ეს დამოკიდებულება, როდესაც თქვენ ცდილობთ, რომ გამოძიება აწარმოოთ. ეს მართებული არ იქნება. გასაგებია ჟურნალისტი ხართ, მაგრამ მე აქ ამისთვის არ მოვსულვარ... გამოძიება მიმდინარეობს თქვენც იცით ამის შესახებ. ობიექტური გამოძიება უნდა დასრულდეს და ამის შემდეგ გვექნება კითხვებზე პასუხები, რომელიც საზოგადოებას ძალიან აინტერესებს",- აღნიშნა  მამა გიორგი ზვიადაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner