logo_geo
eng_logo
მოსკოვში ქართველი კანონიერი ქურდი დააკავეს
- +

18 თებერვალი. 2016. 18:01



მოსკოვში ქართველი კანონიერი ქურდი" ლევან აბულაძე, მეტსახელად ლევან სუხუმსკი" დააკავეს.

რუსეთის შსს-ს ცნობით, კრიმინალური ავტორიტეტი ქვეყანაში ყალბი პასპორტით იმყოფებოდა. უწყების თანახმად, 2014 წელს ლევან აბულაძეს რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნა აუკრძალეს, თუმცა მას ქვეყანა არ დაუტოვებია.



რუსი სამართალდამცველების ცნობით, ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნარკოტიკული ნივთიერება „სპაისი" აღმოაჩინეს.


მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა/შენახვის მუხლით.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner