logo_geo
eng_logo
მამა გიორგი ზვიადაძე: თავს არ უნდა მივცეთ უფლება ვისუბროთ იმ თემებზე, რაც უშუალოდ გამოძიების კომპეტენციაა
- +

1 მარტი. 2017. 01:10


 

„მე მაქვს დიდი პატივისცემა ყველა სასულიერო პირის მიმართ და ადამიანის. გამოძიება დასრულდება და ვფიქრობ პასუხს გასცემს ყველა კითხვას", - ამის შესახებ პროტოპრესვიტერმა, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა მამა გიორგი ზვიადაძემ გადაცემა „არჩევანში" სტუმრობისას განაცხადა. ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რომ „ჩანაწერებში არის თუ არა ასეთი ფრაზა „შორენა უნდა წავიდეს მარილზე", რაც შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას ეხება", მამა გიორგი ზვიადაძემ არ უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს კითხვა ეხება გამოძიებას და არ მიაჩნია გამართლებულად უპასუხოს მსგავს შეკითხვებს.

 

„არ მიმაჩნია გამართლებულად არც თქვენი მხრიდან ამ საკითხის აჟიტირება. მე ვფიქრობ  რომ  ეს მართებული არ არის. ქალბატონი შორენა 35 წელია პატრიარქის გვერდით არის. ამ პიროვნებასთან არის დაკავშირებული ძალიან ბევრი სასიკეთო შრომა. ის არის უაღრესად ერთგული პიროვნება საქართველოს პატრიარქის და ჩვენი ეკლესიის. ჩვენს თავს არ უნდა მივცეთ უფლება ვისუბროთ იმ თემებზე რაც უშუალოდ გამოძიების კომპეტენციაა. შეიძლება ამით ბევრი შეცდომა დაუშვათ და დაუმსახურებლად მივაყენოთ ტკივილი ადამიანს. არ შეიძლება წინ და წინ რაიმე განწყობა ჰქონდეს ადამიანს, რომელიმე პიროვნების ბრალეულობასთან ან უდანაშაულობასთან დაკავშირებით",- განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner