logo_geo
eng_logo
მამა გიორგი ზვიადაძე: მეუფე პეტრე არაეკლესიურად მოიქცა და ეკლესიის წესები უხეშად დაარღვია
- +

1 მარტი. 2017. 02:42



პროტოპრესვიტერი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი მამა გიორგი ზვიადაძე მეუფე პეტრეს საჯარო განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მღვდელმთავარი მსგავსი განცხადებების გაკეთებას, სინოდთან შეთანხმების გარეშე უნდა მოერიდოს. როგორც მამა გიორგი ზვიადაძემ გადაცემა „არჩევანში" განაცხადა, საპატრიარქოს ირგვლივ ჩრდილოვანი მმართველობა არ არსებობს. ასევე, აღნიშნა, რომ არ არსებობს არანაირი "ოქროს თევზები", რომლებზეც მეუფე პეტრე საუბრობს.


„ეს არის სამართლებრივი კანონიკური ნორმების უხეში დარღვევა. პატრიარქთან და წმინდა სინოდთან შეთანხმების გარეშე. მას ეს საკითხები უნდა წამოეჭრა სინოდის სხდომაზე. არ შეიძლება, სინოდის გარეშე, პატრიარქთან შეთანხმების გარეშე მღვდელმთავარმა მის თავს ასეთი განცხადებების გაკეთების უფლება მისცეს. ეს არის ძალიან მძიმე და უხეში დარღვევა ეკლესიაში. ამას არავითარი გამართლება არ აქვს. როდესაც ჭყონდიდელი მღვდელმთავარი საკუთარ თავს უფლებას აძლევს, არასწორ კონტექსტში მოიხსენიოს საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები პირდაპირ ეთერში, ეს საერთოდ უკიდურესი არაეკლესიურობაა", - აღნიშნა პროტოპრესვიტერმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner