logo_geo
eng_logo
აკაკი დევაძის ოპერაციისთვის თანხის 10%-იც კი ვერ შეგროვდა - ყოფილი მეკარის მდგომარეობა უარესდება
- +

29 მარტი. 2016. 11:41


სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება საქართველოს ნაკრების ყოფილ მეკარეს აკაკი დევაძეს. 44 წლის ყოფილ ფეხბურთელს ღვიძლზე გადაუდებელი ოპერაციესაჭიროება, რომელიც თურქეთში უნდა გაუკეთდეს.

ცნობილია, რომ ოპერაცია 250 000 ლარი ჯდება, თუმცა ამ მომენტისთვის თანხის 10%-იც კი ვერ შეგროვდა.

 

 

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აკაკი დევაძეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაეხმარებოდა, თუმცა კობიაშვილის სტრუქტურამ ფეხბურთელის ოპერაციისთვის მხოლოდ 10 000 ლარის გამოყოფა შეძლო.

გუშინ, GOAL.GE- დაუკავშირდა აკაკი დევიძის ერთ-ერთი მეგობარი და მედიას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა:

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტ საიტებზე და ტელევიზიაში არაეთხელ გაიჟღერა ინფორმაციამ აკაკი დევაძის ჯანმრთელობის გაუარესებისა და გადაუდებელი მკურნალობის აუცილებლობის შესახებ, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა საჭირო თანხის 10%-ის შეგროვებაც კი. ამიტომ ჩვენ, ახალგაზრდა თაობამ, აკაკი დევაძის შვილების მეგობრებმა გადავწყვიტეთ, გავაქტიურდეთ სოციალური ქსელისა და სხვადსხვა აქციების მეშვეობით. იწერება სხვადასხვა ცნობილი ადამიანების ვიდეომიმართვები, რომლებიც განთავსდება facebook- გვერდზე სახელწოდებით #გადავარჩინოთდევა.

ფედერაციამ და სპორტის სამინისტრომ გამოყვეს თანხები, თუმცა საკმარისი არ არის. დაახლოებით 10-15 % პროცენტი შეგროვდა. მეტის უფლებას კანონმდებლობა არ გვაძლევსო. წესით, საერთოდ არ უნდა გვიწევდეს ამაზე საუბარი, იმდენი ფული ტრიალებს ფეხბურთში, 250000 შეგროვება რა გახდა, მაგრამ სამწუხაროდ, ეგრეა. ჩვენც გვეგონა, რომ შეიკრიბებოდა და ამიტომაც არ დავიწყეთ აქტიურობა ამდენი ხანი", - ნათქვამია ერთ-ერთი პირის განცხადებაში.

 

 

 

გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და დაეხმაროთ ვეტერან ქართველ ფეხბურთელს:
საქართველოს ბანკის კოდი BAGAGE 22
მიმღების ანგარიშის ნომერი GE52BG0000000692294500

შეგახსენებთ, რომ აკაკი დევაძე 1992-2005 წლებში იცავდა საქართველოს ნაკრების ღირსებას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner