logo_geo
eng_logo
ქართულმა ფილმმა ჰოლივუდში 5 ნომინაციაში გაიმარჯვა
- +

1 მარტი. 2017. 03:19



საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ გადაღებულმა ფილმმა „ღვინის ნულოვანი მერიდიანი" (Prime Meridian of Wine) ჰოლივუდის დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (HOLLYWOOD INTERNATIONAL INDEPENDENT DOCUMENTARY AWARDS) 5 ნომინაციაში გაიმარჯვა.


ნომინაციაში "საუკეთესო პროდიუსერი" - პრიზი შალვა ხეცურიანმა აიღო.  ნომინაციაში "საუკეთესო სცენარის ავტორი" - თამარ ბართაიამ,  ნომინაციაში "საუკეთესო რეჟისორი" - ნანა ჯორჯაძემ,  ნომინაციაში "საუკეთესო დამდგმელი ოპერატორი" - მიხეილ კვირიკაძემ. ნომინაციაში "როლის საუკეთესო შემსრულებელი" - რევაზ ხეცურიანმა.


ფილმს უკვე რამდენიმე ჯილდო აქვს მოპოვებული: ესპანეთში გამართულ ღვინის საერთაშორისო კინოფესტივალზე MOST 2016 წლის საუკეთესო საერთაშორისო ფილმის ტიტული მოიპოვა;


საფრანგეთში გამართულ OENOVIDEO - ს ღვინის კინოფესტივალზე, მიიღო ჟიურის სპეციალური პრიზი, როგორც წლის საუკეთესო ენოლოგიური ფილმი.


ფილმის ჩვენება ასევე გაიმართა ეინდჰოვების კინოფესტივალზე DOCfeed.


ფილმი დაფინანსებულია "მარანი ხეცურიანი"-ის მიერ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით.


 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner