logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: რა სტატუსით იცავდა თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ბრიგადის წევრი პატრიარქს?!.
- +

1 მარტი. 2017. 03:47



ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს პატრიარქის უსაფრთხოების დაცვის ყოფილ უფროსთან სოსო ოხანაშვილთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:

 

 

სოსო ოხანაშვილი 2004 წლიდან იყო პატრიარქის უსაფრთხოების დაცვის უფროსი (მისი პირადი მცველი). იგი 1997-2007 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ბრიგადაში, 2007 წელს კი თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების სკოლის მეთაური იყო.

 

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ"  საქართველოს კანონში გარკვევით წერია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი არის დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების ჩამონათვალში (იხ. მუხლი 5).

https://matsne.gov.ge/ka/document/view/32950

 

საინტერესოა, რა სტატუსით იცავდა თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ბრიგადის წევრი კათოლიკოს-პატრიარქს, როცა მის დაცვას კანონი პირდაპირ ავალდებულებს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს?

 

ამასთან, თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ბრიგადის წევრი სოსო ოხანაშვილი ვერ იქნებოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი - ეს ორი სხვადასხვა სტრუქტურაა და ორივეს თავისი სპეციფიკა აქვს.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მხრიდან დაცვა ნიშნავს ამ სამსახურის ყველა დანაყოფის მზადყოფნას დასაცავი პირის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. უპირველესად იგულისხმება ოპერატიული სამსახურების მუშაობა.

 

საინტერესოა, ირღვეოდა თუ არა ერთდროულად რამდენიმე კანონი და დებულება, როცა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურე უზრუნველყოფდა პატრიარქის უსაფრთხოებას?

 

დღეს რომელი სახელმწიფო სტრუქტურა იცავს პატრიარქს?- წერს ბონდო მძინარაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner