უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, საყვარელიძის გათავისუფლება უკავშირდება მის მიერ საპროკურორო ეთიკის უხეშ დარღვევას, ასევე სხვა პროკურორის საქმიანობაში ჩარევას.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციითვე, ბოლო პერიოდში პროკურატურამ დეპუტატთა არაერთი კოლექტიური მიმართვა მიიღო, რომლის თანახმად, საყვარელიძის თანამდებობა და საშტატო განრიგი პროკურატურის შესახებ კანონს არ შეესაბამება.
წყარო: http://www.gp.gov.ua/ua/news.html?_m=publications&_c=view&_t=rec&id=181439