logo_geo
eng_logo
ნათია ნოდია: გეყოთ, დამშვიდდით! საკუთარ თავს ნუ გავუთხრით საფლავს!
- +

1 მარტი. 2017. 12:21



ჟურნალისტი ნათია ნოდია სოციალურ ქსელში წერს:



როგორც არასდროს, ისე მიჭირს წერა.

რა ხდება? ერთი მხრივ, პატივაყრილი სამღვდელოება, მეორე მხრივ, სასოწარკვეთილი, უიმედო საზოგადოება (ვისთვის ბრბო და მასა).

ბოლო 20 წელია, საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, ჩვენი ეკლესია ხალხში უპირობო ლიდერია. ეს ფრაზა არც დაგვავიწყდა და ხშირად გვახსენებს მედია.

არეული მონასტერი და სკანდალური თემა განხილვის პიკში.

და მიჩნდება კითხვა: გვაქვს კი იმის ფუფუნება, საკუთარი ჭუჭყიანი თეთრეული გამოვფინოთ? ვერსიების დონეზე ვამხილოთ და აგიზგიზებულ ცეცხლს კიდევ ერთი ნაპერწკალი შევმატოთ?

ჩემი სუბიექტურ-მოკრძალებული აზრით, არ გვაქვს.

აი, ახლა უკვე, როცა ჩემი მრწამსი გათელილია, როცა ვიღაც-ვიღაცეების მიზანი მიღწეულია, გვერდზე ვდებ ტოლერანტობას და პირდაპირ ვამბობ:

პირადად მომიწია სხვა რელიგიის შეცნობა თუ არა, გაცნობა მაინც. და მე იქ არც ჩვენზე ღვთისმოსავები მინახავს, არც მათი სულიერი ლიდერების სისპეტაკე გამკვირვებია, პირიქით, მათზე .. მასაში და ლეგენდების დონეზე, ისეთი ამბები მომისმენია, რომ ჩვენი დღევანდელობა (აი, ეს სკანდალიც კი) უფერულდება.

თუმცა... თუმცა, არაერთხელ აუწევი ჩემთვის ცხვირი, მხოლოდ იმიტომ, რომ ქრისტიანი ვარ, მხოლოდ იმიტომ, მათ ფარისევლურ წესებს არ ვიმეორებ.

იქ (იმ სამყაროში და არ ვკონკრეტდები, სად) არ გამიგია, რომ მტერი მოყვასია, რომ მარჯვენა ლოყაში თუ გაგარტყეს, მარცხენა უნდა მიუშვირო. პირიქით, სისხლი სისხლის წილ და თვალი თვალის წილ კი, მსმენია ხშირად.

და თუ რამე დაბრკოლება მაქვს დღესდღეობით, ერთ-ერთი კი არა, ერთადერთი მიზეზი, მათი (სხვების) ფარისევლობა, უღმერთობა და კიდევ, ჩვენი - ქრისტიანების ვერატანაა!!!

ჰოდა, გეყოთ!!! დამშვიდდით!!! დაშოშმინდით!!! საკუთარ თავს ნუ გავუთხრით საფლავს. შოუ აღარ უნდა გაგრძელდეს!!!

მე ვამაყობ ჩემი ქრისტიანობით. მე მიყვარს ჩემი მართ()ლმადიდებლობა!!!" - წერს ნოდია.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner