რა შემთხვევაში შეიძლება წავიდეს თავდაცვის მინისტრი პოსტიდან? - თინა ხიდაშელი პასუხობს, რომ „ნებისმიერი მინისტრი პოსტს დატოვებს პრემიერის გადაწყვეტილებით". მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს ამწუთიერ გეგმებში მინისტრის ცვლილება არ არის.
„მე რეზერვის კონცეფციაზე სასაუბროდ მოვედი, ამის შემდეგ ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე გეპატიჟებით წვრთნების დასრულებაზე. ჩვენ გვაქვს გაწერილი საკმაოდ გრძელი გეგმები და ამწუთიერ გეგმებში მინისტრის ცვლილება არ არის", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.