logo_geo
eng_logo
დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი: მამა გიორგი მამალაძე დღეს ჩვენების მიცემას არ აპირებს
- +

1 მარტი. 2017. 13:05



საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარის, დეკანოზ გიორგი თევდორაშვილის განცხადებით, მამა გიორგი მამალაძე გამოძიებისთვის დღეს ჩვენების მიცემას არ აპირებს.


მამა გიორგისთვის ოჯახის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია და სანამ აღნიშნული არ იქნება უზრუნველყოფილი, დამატებითი ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებს", - განაცხადა დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ.


მისივე თქმით, დაკავებული დეკანოზი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და სასულიერო პირებისგან თანადგომას და ლოცვებში მოხსენიებას ითხოვს.


„მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თავს შედარებით კარგად გრძნობს, ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას, ითხოვს წმინდა ზიარების მიღებას. ვთხოვ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, რომ მამა გიორგი ლოცვებში მოიხსენიონ, მას ჩვენი თანადგომა და გამხნევება სჭირდება.

ჩვენ ვისაუბრეთ როგორც სულიერმა ძმებმა და მან აღნიშნა, რომ ის უდანაშაულოა ამ საქმეში", - განაცხადა მამა გიორგი თევდორაშვილმა.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner