logo_geo
eng_logo
ირაკლი მამალაძე „რუსთავი 2“-ს მისი დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს
- +

1 მარტი. 2017. 13:06



ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს მის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.       


როგორც მამალაძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ის არხს და „არჩევანის" წამყვან გიორგი გაბუნიას განმარტებების გაკეთებისკენ მოუწოდებს.


გუშინ გადაცემა არჩევანის" წამყვანმა გაავრცელა დეზინფორმაციია. ჩემს მიერ გაკეთებულ განცხადებას მისცეს არასწორი ინტერპრეტაცია. კერძოდ, მე ვსაუბრობდი, რომ ჩანაწერებში ჩანს ცინაიდზე საუბარი და არა ციანიდი. ამას რუსთავი 2"-მა მისცა თავისი ინტერპრეტაცია. მე არ მითქვამ, რომ ჩანაწერი არის ვიდეო ან აუდიო, პირდაპირ ჩანს ციანიდი თუ არა. ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია. აღნიშნული ტელეკომპანია მიზანმიმართულად ცდილობს ჩემი, როგორც მოწმის დისკრედიტაციას, აღარაფერს ვამბობ გამოძიებაზე. მინდა, საზოგადოება არ იყოს შეცდომაში შეყვანილი და ამ არხმა გააკეთოს განმარტება მომხდართან დაკავშირებით. მე ამ არხთან არ ვთანამშრომლობ და სიფრთხილით მოეკიდონ ჩემს განცხადებებს. განცხადება, რომელიც მე გავაკეთე, იყო პასუხი კითხვაზე, ჩანს თუ არა ჩანაწერებში ციანიდი. მე ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, ჩანაწერებში საუბარი მრავალჯერ არის, მაგრამ ვიზუალურად ჩანს თუ არა ციანიდი, არ მითქვამს", - აღნიშნა ირაკლი მამალაძემ.

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner