logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი დაკითხვაზე იმყოფება
- +

29 მარტი. 2016. 11:53


ე.წ. „კაბელების საქმესთან" დაკავშირებულ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ირაკლი სესიაშვილი იკითხება.



პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე შესვლამდე განაცხადა, რომ  აღნიშნულ საქმეში მისი როლი მხოლოდ თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრისა და ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლის, ავთანდილ ჭოლოკავას ერთმანეთისთვის გაცნობაში მდგომარეობს. დეპუტატის ინფორმაციით, მან ჩათვალა, რომ იდეა, რაც მას ჭოლოკავამ გააცნო, მიმზიდველი იყო სახელმწიფოსთვის.



თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. „კაბელების საქმეზე" სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner