კვიპროსის ლარნაკას აეროპორტი დაიკეტა. უცხოური მედიის ცნობით, ყველა თვითმფრინავი კვიპროსის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე პაფოსის აეროპორტში ჩადის.
ლარნაკას აეროპორტში ამ დრომდე დგას ეგვიპტეში გატაცებული თვითმფრინავი. ადგილობრივი ხელისუფლება გამტაცებელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ბოლო ინფორმაციით, ბორტზე იმყოფებიან ეკიპაჟი და 4 მგზავრი.