logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ადამიანის სიცოცხლისთვის ბრძოლა - ეს დიდი მადლი და სიკეთეა!
- +

29 მარტი. 2016. 12:58


მიხარია, რომ წარმატებით დასრულდა ევას ოპერაცია", - ამის შესახებ ირმა ინაშვილი facebook-ზე შორენა ბეგაშვილის ქალიშვილთან დაკავშირებით წერს, რომელსაც გუშინ იაშვილის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.



ასეთ დროს მადლობა უნდა ვუთხრათ ღმერთს და შემდეგ - ექიმებს, რომლებიც 9-საათიან ოპერაციას უძღვებოდნენ. მამაჩემი ქირურგი იყო და კარგად ვიცი, რას ნიშნავს, როცა ექიმი სიცოცხლისთვის იბრძვის და დაღლილი, გამოფიტული ბრუნდება სახლში. ზოგჯერ საჭმლის ჭამის თავიც არა აქვს. ყავა- სიგარეტი! სიგარეტი- ყავა! ბევრჯერ მინდოდა, რომ მამაჩემისთვის ან ჩემი სიხარული გამეზიარებინა, ან ჩემი წარუმატებლობა, მაგრამ ის ოპერაციიდან ბრუნდებოდა და სავარძელში ეძინებოდა. მეორე დილით კი, ისე მიდიოდა საავადმყოფოში, ვერ ვასწრებდი ვერც მისალმებას და ვერც დამშვიდობებას... სამაგიეროდ, უამრავ ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე. იაშვილის კლინიკის მთელი მედპერსონალი: ტრავმატოლოგები, ნეიროქირურგები, რეანიმატორები, ნარკოლოგები, მედდები იმსახურებენ მადლობას. ადამიანის სიცოცხლისთვის ბრძოლა - ეს დიდი მადლი და დიდი სიკეთეა", - წერს ინაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner