logo_geo
eng_logo
დაბა ნარუჯაში საბავშვო ბიბლიოთეკა გაიხსნა
- +

1 მარტი. 2017. 19:39




ახალი ბიბლიოთეკა დაბა ნარუჯის საბავშვო ბაღის შენობაში  განთავსდა.  გახსნას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად დაესწრო და  საჩუქრად საბავშვო ლიტერატურა გადასცა.



მინდა მოგილოცოთ ახალი ბიბლიოთეკის გახსნა. ეს პროექტი გულისხმობს განვითარებას, ახლის შეცნობას და წინსვლას. მინდა მადლობა გადავუხადო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, მერაბ ჭანუყვაძეს, რომელმაც მაქსიმალურად დაგვიჭირა მხარი ამ წამოწყებაში. ასევე მადლობას ვუხდიახალგაზრდა პედაგოგთა კავშირს", - განაცხადა გიორგი კეკელიძემ.


პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირისა" და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით განხორციელდა.



დღეს საფუძველი ჩავუყარეთ სასიამოვნო პრეცედენტსდაბაში გაიხსნა საბავშვო ბიბლიოთეკა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ვიყო ჩართულები მსგავს პროცესებში და მხარს დავუჭიროთ ასეთ ინიციატივებს. გილოცავთ თითოეულ თქვენთაგანს და მადლობას ვუხდი  იდეის ავტორებს და მონაწილეებს", - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner