logo_geo
eng_logo
მეუფე დიმიტრი დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებს ხვდება
- +

1 მარტი. 2017. 20:36



ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებს ადგილობრივ რეზიდენციაში ხვდება. ამის შესახებ „პირველის" ადგილობრივი კორესპონდენტი იუწყება. „პირველის" ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მეუფის ახლო ნათესავია, თუმცა მიტეროპოლიტი აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურეებს. მეუფე დიმიტრიმ აღნიშნა, რომ კონკრეტული საქმით დაინტერესებულია და ბრალდებულის ოჯახის წევრებსაც ამიტომ ხვდება. ჯერჯერობით, უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება შეხვედრა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner