logo_geo
eng_logo
თინათინ ხიდაშელის და სააკაშვილის ლობისტების შეხვედრა ლონდონში
- +

29 მარტი. 2016. 13:01


სააგენტო „ემრესმა" მოიპოვა ფოტოები, სადაც თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ლონდონში ვიზიტის ფარგლებში, შეხვდა რადისლავ შიკორსკის, პოლონეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს და კარლ ბილდტს.



როგორც სააგენტო აცხადებს, შეხვედრის დეტალების დასაზუსტებლად მათი ჟურნალისტი დაუკავშირდა იმედა დარსალიას (თინათინ ხიდაშელის მრჩეველი მედიასთან ურთიერთობების საკითხებში). დიალოგის დაწყებისას ბატონმა იმედამ განაცხადა, რომ ჰქონდა რამდენიმე წუთი თავისუფალი, რათა ეპასუხა მის კითხვებზე.



ჟურნალისტის კითხვის შემდეგ „თუ რა საკითხები განიხილა თავდაცვის მინისტრმა ზემოხსენებულ პირებთან", ბატონმა იმედამ უეცრად განაცხადა, რომ ის იმყოფებოდა პოლიგონზე და ჟურნალისტს სთხოვა 1 საათის შემდეგ დაკავშირება.



ერთი საათის გასვლის შემდეგ, სააგენტო „ემპრესის" ჟურნალისტმა იმედა დარსალიას მოკლეტექსტური შეტყობინება მისწერა და ჰკითხა, მზად იყო თუ არა, გაეკეთებინა კომენტარი. რაზეც მან მიუგო, რომ ის ჯერ მზად არ იყო. რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ,  ჟურნალისტის ანალოგიურ კითხვაზე იმედა დარსალიამ შემდეგნაირად უპასუხა: „ბოდიში, ვერ გავაკეთებთ კომენტარს".


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner