logo_geo
eng_logo
ახალგაზრდული იდეების კონკურსი გამოცხადდა
- +

1 მარტი. 2017. 22:51



ახალგაზრდული იდეების კონკურსში რეგისტრაცია 27 მარტის 18:00 საათის ჩათვლით მიმდინარეობს ბმულზე: http://fondi.gov.ge/grant_app/login.php   

 

ახალგაზრდული იდეების კონკურსის პროგრამული მიმართულებებია:


დასაქმების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლება, რომელიც თავის მხრივ მოიცავს სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობას და სკოლიდან სამუშაოზე გადასვლის პროცესის ხელშეწყობას, არაფორმალური განათლების მიღებას და ამ მიმართულებით ახალგაზრდების განვითარებას;


სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა, რომელიც მოიცავს გარემოს დაცვაზე ზრუნვას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩასართავად შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებას და კულტურას (განსაკუთრებით კრეატიული ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობას);


 უპირატესობა მიენიჭება:


რეგიონიდან შემოსულ პროექტებს, აგრეთვე მაღალმთიანი და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურად დასახლებული რეგიონებიდან წარმოდგენილ პროექტებს;


ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი ახალგაზრდებისა და სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის;


მიხედვით განსაზღვრული სპეციალური საჭიროებების მქონე ახალგაზრდების, მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაციას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.


ვრცლად იხილეთ: http://gov.ge/s/53d83


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner