logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძე: საზოგადოებაში არის ხალხის ისეთი ნაწილიც, რომელსაც ეკლესიაში შექმნილი მძიმე ვითარება ახარებს
- +

1 მარტი. 2017. 23:13


 

„შესაძლოა არსებობდეს პოეტის ინტუიცია, ან უფაქიზესი ნიუანსი, რითაც იგი სამყაროს უფრო ვრცლად ხედავს. დღეს, რა ხდება? - ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით -  გაცხადდა დაფარული დიდი სატკივარი, რასაც საზოგადოების მცირე ნაწილი ხედავდა და პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარე ამაზე საუბრობდა კიდეც. რა თქმა უნდა, კეთილი განზრახვით, იმის სურვილით, რომ ამ უდიდეს სატკივარს შველებოდა", - ამის შესახებ პოეტი დავით მაღრაძე „საერთო გაზეთთან" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. მაღრაძე საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ეკლესიაში შექმნილი დღევანდელი მდგომარეობა ახარებთ.

 

„თუმცა, ჩვენს საზოგადოებაში არის ხალხის ისეთი ნაწილიც რომელსაც ეკლესიაში შექმნილი მძიმე ვითარება ახარებს, მეტიც, ეს მათთვის დღესასწაულია, ვინაიდან ქრისტიანობის და ზოგადად, სარწმუნოების მოწინააღმდეგენი არიან. ადამიანების მეორე ნაწილი ამ სატკივარს, პრობლემატიკას განიცდის, ოღონდ, მოკრძალებას ინარჩუნებს და ფიქრობს ისეთი ფორმა გამოძებნოს, რაც ადამიანის ეკლესიისადმი ემოციას კი არ დააზიანებს, არამედ რაღაცაში წაადგება კიდეც. მთავარია, განზრახვაში კეთილი მარცვალი იყოს ჩადებული. მხოლოდ ასე თუ ეშველება ამ სატკივარს. დღეს, უფრო ფართო საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი იმ სატკივარის შესახებ, რაც დღევანდელ ქართულ ეკლესიაში არსებობს. როგორ ლამაზადაც არ უნდა შევფუთოთ, სამწუხაროდ, პრობლემა არსებობს, თანაც სერიოზული. სჯობს, რეალობას თვალი გავუსწოროთ და პრობლემის შველაზე ვიზრუნოთ, კერძოდ, თუ როგორ გავაკეთილშობილოთ მოცემული არაკეთილშობილური გარემო. აქვე, ერთ ფაქტს გავიხსენებ: პარლამენტის წევრი გახლდით, როდესაც ამ ორგანომ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის საკონსტიტუციო შეთანხმება ანუ, კონკორდატი მიიღო. გარკვეული ჯგუფი ამ საკონსტიტუციო შეთანხმებას არ ვიზიარებდით. გვქონდა იდეა, ამას სვეტიცხოვლის შეთანხმება დარქმეოდა. მიზეზი შემდეგი იყო: როცა კონკორდატს საკონსტიტუციო შეთანხმება დაერქვა, მან იგივე ძალა შეიძინა, რაც კონსტიტუციას აქვს. როცა ჩვენი კანონმდებლობა საერთაშორისო ნორმებთან შეუსაბამობაში მოდის, ამ უკანასკნელს პრიორიტეტი ენიჭებათ, გარდა კონსტიტუციისა და საკონსტიტუციო შეთანხმების. ამიტომაც, გვინდოდა აღნიშნულს სვეტიცხოვლის შეთანხმება დარქმეოდა, რათა შეუსაბამობის შემთხვევაში პრიორიტეტი საერთაშორისო სამართალს მინიჭებოდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. პარლამენტის ის წევრი გახლდით, რომელმაც კონკორდატს ხმა არ მივეცი. შემოთავაზებული კანონპროექტის მომხრე არ ვიყავი, მაგრამ უმრავლესობა მას მხარს უჭერდა და ვერაფერს გავხდი", - აღნიშნავს მაღრაძე. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner