logo_geo
eng_logo
საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობისთვის, „ქართუმ“ მძიმე ტექნიკა შეიძინა
- +

1 მარტი. 2017. 23:39



ქუთაისის მერიის მიერ მომზადებული განაშენიანების გეგმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განიხილა და მოიწონა. პროექტი ქალაქის მიმდებარედ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ტერიტორიის განაშენიანებას გულისხმობს.


ქუთაისის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე ქალაქისა და რეგიონისათვის მნიშვნელოვანი პროექტის დროული განხორციელების მიზნით, ქუთაისის საკრებულო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის დაგეგმარების საკითხს 2 მარტს განიხილავს.


„ნიუპრესის" ინფორმაციით, საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობისთვის, „ქართუმ" 40 ერთეული სხვადასხვა სახის მძიმე ტექნიკა შეიძინა. მშენებლობა, სავარაუდოდ, გაზაფხულისთვის დაიწყება. როგორც „ნიუპრესს" წყარომ აცნობა,  საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის შემდეგ პარლამენტი თბილისში გადავა.


ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია გასულ წელს გაიმართა. ამ დრომდე ტერიტორიაზე სამუშაოები არ განხორციელებულა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner