„დღეს ივანიშვილი ერთადერთი ავტორიტეტია, რომელსაც ხალხი ენდობა, ამიტომაც უტევენ," - ამის შესახებ აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე „საერთო გაზეთთან" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. როგორც ჯაველიძე აღნიშნავს, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მეცნიერები, ხელოვნების მუშაკები შიმშილით სიკვდილს გადაარჩინა.
„ბიძინა ივანიშვილს დიდ პატივს ვცემ. ნერვები მეშლება, როცა მას ლანძღავენ. გამოვიდა ვიღაც ჟურნალისტი და თქვა: მეცნიერებს უნდა გავუტყლაშუნოთ, ივანიშვილმა ისინი მონებად აქციაო. ბატონი ბიძინა ქველმოქმედია. მან მეცნიერები, ხელოვნების მუშაკები შიმშილით სიკვდილს გადაარჩინა, 300-მდე ეკლესია-მონასტერი ააშენა, ასევე, რუსთაველის თეატრი და ა.შ.", - აღნიშნა ჯაველიძემ.